საიტის მენიუ
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2021  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
კომპანიის შესახებ

საფუტკრე

 

ჩემი მეურნეობა აერთიანებს სამ საფუტკრეს, რომლებიც განლაგებულია დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის ზონებში. ძირითადი საფუტკრე მდებარეობს თერჯოლის რაიონი სოფელ სეფარეთში, რომელიც მაღალ მთიან რეგიონად ითვლება. საფუტკრის გარშემო მრავლადაა ბალახოვანი სამკურნალო მცენარეები და ტყის მასივები:  აკაცია, წაბლი, ცაცხვი, კუნელა, ტყის თხილი, შინდი, მაყვალი, ასკილი და სხვა. მეურნეობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კავკასიური რუხი ფუტკარის ოჯახების გამრავლება და სელექცია, ფუტკრის დედების გამოყვანა, თაფლისა და ფუტკრის რძის  წარმოება.

როცა დავიწყე მეფუტკრეობა, საფუტკრეში ძირითადად დომინირებდა კავკასიური რუხი და ბარის ყვითელზოლიანი ფუტკარი. საზღვარგარეთიდან  მოთხოვნილება იყო მხოლოდ კავკასიური რუხი ფუტკრის დედებზე.  იძულებული შევიქენი ყველა ყვითელზოლიანი ფუტკრის ოჯახები გამეყვანა საფუტკრედან და გავაკეთე მეორე საფუტკრე. 15 წელია უკვე ვეწევი სელექციურ მუშაობას საფუტკრეში, რისთვისაც ვაწარმოებ ფუტკრის ოჯახების სრულ აღწერას და დაკვირვებებს. ყურადღებას ვამახვილებ შემდეგ თვისებებზე: 

თვინიერებაზე.

გარე , ფიზიკური მაჩვენებლები

პროდუქტიულობაზე.

როგორ აშენებენ სადედეებს და როგორ ასხამენ მათში რძეს.

ცუდ და ნისლიან  ამინდში ფრენის აქტიურობაზე.

ადრე გაზაფხულზე ბუდის სისუფთავეზე

ავადმყოფობის მიმართ მდგრადობაზე

ნაყრიანობაზე არ ინდა ქონდეს მიდრეკილობა    

რაც უფრო მეტი თვისებების მიხედვით ვახდენთ  ოჯახების შერჩევას მით უფრო რთულია სელექციაზე მუშაობა.

მე უპირველეს ყოვლისა ვარ პრაქტიკოსი მეფუტკრე და თუ მაინტერესებს მეცნიერება მხოლოდ იმისათვის, რომ ის გამოვიყენო პრაქტიკულად, შევამცირო შრომოთი დანახარჯები და გავხადო საფუტკრე რენტაბელური. სელექციის საშუალებით გაიზარდა საფუტკრეში თაფლზე მომუშავე ოჯახების პროდუქციულობა და ფუტკრის რძის აღების მაჩვენებელი.

ჩემი მიზანია შევქმნა საჩვენებელი საფუტკრე და მივიღო ეკოლოგიურად სუფთა მეფუტკრეობის პროდუქტები. ამისათვის ჩემს მიერ დამზადებული ფუტკრის ყუთები მოხარშულია ტექნიკურ ცვილში და არ იკრასკება. სამკურნალოდ ძირითადად ვიყენებ ბალახეულ სამკურნალო საშუალებებს. ამ საქმიანობაში კონსულტაციებს და კურირებას მიწევს "ელკანას” მრჩეველი ვახტანგ ღოღობერიძე. საფუტკრეში სტუმრად მოსული  მეფუტკრეები მიიღებენ დიდ გამოცდილებას და საინტერესო ინფორმაციებს მეფუტკრეობის შესახებ.
 

ელკანას კონსულტანტი მეფურკრეობის დარგში ვახტანგ ღოღობერიძე

სტუმრები საფუტკრეში

საფუტკრეში ბევრი საინტერესო რამ მაქვს გაკეთებული. რომელთა დასამზადებლად მაქვს ყველა საჭირო დანადგარი და ფუტკრის ყუთებსაც  ჩემით ვაკეთებ. ახალ იდეებს ვახორციელებ პრაქტიკულად და გამოცდას უტარებ საფუტკრეში. ამას გარდა მეფუტკრეობაში ფუტკართან მუშაობის დროს არის ისეთი ნიუანსები, რომელთა ცოდნა  მეფუტკრეებს ბევრად გაუადვილებს შრომას. მათ შესახებ ინფორმაცია და უამრავი საინტერესო სტატია დაიდება საიტის ერთ-ერთ თავში "სტატიები”.

                       

გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021