საიტის მენიუ
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2021  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
აპითერაპია
აპითერაპია

 

 





აპითერაპიაეს არის ახალი მიმართულება მედიცინაში, რომელიც დაფუძნებულია   მეფუტკრეობის უნიკალური პროდუქტებით მკურნალობაზე. მსოფლიოში ამ მიმართულებით მკურნალობა, სულ უფრო პოპულარული ხდება. apiotherapy – აპითერაპია (ფუტკრის შხამისა და მისი პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენება). რუსულად-Апитоксинотерапия


   

შევეცდები ჩემი სიტყვებით მოკლედ აგიხსნათ რა პრინციპებზეა დაფუძნებული ფუტკრის კბენებით მკურნალობა. დღესდღეობით ექიმები და დიეტოლოგები აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ადამიანმა თავის თავს თვითონ უშველოს, რადგანაც ღმერთის მიერ საკუთარი თავის შველა ყველა ორგანიზმშია ჩადებული. სამხრეთ კორეელი მეცნიერი პაკ ჩჟე ვუ აღნიშნავს, რომ ადმიანის სხეული ეს არის სიცოცხლის ფორმა, რომელიც წარმოადგენს პატარა, კარგად ჰარმონირებულ სამყაროს. ამიტომ სხეულს აქვს ყველაფერი აუცილებელი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თავის სიცოცხლეს და იარსებოს ბუნებაში, როგორც მთლიანმა დამოუკიდებელმა მოვლენამ. ვინაიდან მეფუტკრეობის პროდუქტები ღვთის საჩუქარიამათ გააჩნიათ უნარი ადამიანის ორგანიზმში გამოაღვიძონ ის ძალები, რომლებიც დაეხმარება მას ჯანმრთელობის დაბრუნებაში. ფუტკარს გააჩნიათ თავდაცვის ორგანო - ნესტარი, რომელიც ესობა   კანში და მასთან ერთად რჩება ორი შხამის გამომუშავებელი ჯირკვალი და შხამის რეზერვუარი. ფუტკრის ჯირკვლებში 0,3 – 0,8 მგ. თხევადი შხამია. მისი რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია ფუტკრის ასაკზე, საკვების ხარისხზე და წელიწადის დროზე. ყველასათვის კარგადაა ცნობილი ძველი ტიბეტური მედიცინის მკურნალობის მეთოდები ადამიანის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში სპეციალური  ნემსების  ჩხვლეტით (აკუპუნქტურა). აპითერაპიის დროს სწორედ ამ წერტილებში ხდება ფუტკრის კბენა და ფუტკრის შხამის შეშვება. ფუტკარი როგორც ერთჯერადი შპრიცი ისე გამოიყენება. ინფიცირება, რასაც ინსტრუმენტის  (ნემსის) უსუფთაობა იწვევს აქ გამორიცხულია. ფუტკრის შხამი კბენის ადგილზე იწვევს ძლიერ ტკივილს და იწყებს მოქმედებას ადამიანის შინაგანი გარმონები, ორგანიზმი იღვიძებს და ახალგაზრდავდება. კბენის ადგილებში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ამასთან ერთად მოქმედებას იწყებს ფუტკრის შხამი, რომელიც საუკეთესო ბუნებრივი წამალია. ასეთი წერტილის სტიმულაციის დროს წარმოიშობა "სამკურნალოტალღები, რომებიც იწვევენ დავადებული ორგანოს ნორმალიზაციას. წერტილების ზუსტი შერჩევა და მათი სწორი სტიმულაცია მკურნალ ექიმზეა დამოკიდებული და წარმატებული მკურნალობის გარანტიაა!

ქალაქ მოსკოვში, როდესაც ჩავდიოდი მეფუტკრეობის კონფერენციებზე და გამოფენებზე დასასწრებად, ვხედავდი თუ რამოდენა რიგები იდგა იმ კლინიკებში სადაც მკურნალობდნენ აპიტერაპიის მეთოდებით. საქართველოში ამ დარგის განვითარებისათვის  და მის პერსპექტივებზე ვესაუბრე ჩემ მკვიდრ დას ელზა გიგაშვილს. მან 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა კემეროვოს სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის განყოფილება და მუშაობდა ექიმად მოსკოვში ერთ-ერთ საავადმყოფოში. მას ძალიან მოსწონდა და ამაყობდა თავისი სპეციალობით. ოჯახის შექმნის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა სვერდლოვსკში და მუშაობა განაგრძო თავისი სპეციალობით. სვერდლოვსკთან ახლოს ქალაქ ჩელიაბინსკში არის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი "API"სადაც მკურნალობენ ალტერნატიური მედიცინის, ფუტკრის შხამის  გამოყენებით. ფუტკრის შხამი - აპიტოქსინი ("Apis" - ფუტკარი, "toxin" - შხამი) - ფუტკრის დიდი და მცირე შხამიანი ჯირკვლის სეკრეტია.   "API" ჩამოყალიბდა 1991 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ  უდიდეს აპიტერაპიულ ცენტრს რუსეთში. 2008 წელს ელზა ჩავიდა ჩელიაბინსკში, რომ ადგილზე გაცნობოდა ფუტკრის შხამითა და მეფუტკრეობის პროდუქტებით მკურნალობის  მეთოდებს. მან ნათლად დაინახა, რომ ბევრი დაავადება, რომლის წინაშეც უძლურია ტრადიციული მედიცინა ინკურნება ან ბევრად უმჯობესდება ავადმყოფის მდგომარეობა მეფუტკრეობის პროდუქტების გამოყენებით. მან იმავე წელს გაიარა აპითერაპიის კურსები პროფესორ იგორ ვლადიმერის ძე  კრივოპალოვ-მოსკვინის ხელმძღვანელობის ქვეშ და იგი  ჩემი აზრით ერთადერთი დიპლომირებული აპითერაპევტია საქართველოში.

2009 წელს ელზა გიგაშვილი ოჯახით გადმოვიდა საცხოვრებლად საქართველოში, დარეგისტრირდა როგორც მეწარმე, აიღო ლიცენზია და წარმატებით მკურნალობს ფუტკრის კბენებითა და მეფუტკრეობის პროდუქტების გამოყენებით ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს:

იშიაზი

რადიკულიტი

გამწვავებული ოსტიოხონდროზი

რევმატიზმი

პოდაგრა იგივე მარილების დაგროვება

ართრიტი

სამწვერა ნერვის ანთება

ართტროზი

ხერხემლის თიაქარი (გრიჟა)  2-5 მმ

ინფაქტისა და ინსულტის შემდგომი პერიოდი

ათეროსკლეროზი

თავისა და ქვედა კიდურების სისხლძარღვების შევიწროება

გაფანტული სკლეროზი

პარკინსონიზმი

მეგრენი

ართრიტი და პოლიართრიტი

ვენების გაგანიერება


მისი საკონტაქტო ტელეფონებია:    598 352 663

                                                                0790 352 663

                                                                                      ელზა გიგაშვილი    

 

მომავლისათვის ჩვენი მიზანია გავხსნათ აპითერაპიის კლინიკა და გამოუშვათ ქართული ფუტკრის პროდუქციებზე დამზადებული ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატები.

აპიტერაპიაზე ძალიან ბევრი საიტია გამოსული. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ჩამოთვლილ საიტებზე:

http://www.api-centre.ru/

http://www.apiclinika.ru/<span style="" lang="

გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021