საიტის მენიუ
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
პროდუქციები
მთავარი » პროდუქციები » ფუტკრის რძე

მიღების წესი და დოზები
05.02.2011, 00:43

ფუტკრის სადედე რძე მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე ენის ქვეშ მოთავსებით, როგორც ვალიდოლი. Uუნდა გავაჩეროთ რაც შეიძლება დიდი ხნით, რათა მისი შეწოვა ლორწოვანი გარსის მეშვეობით მოხდეს. 25 წუთის შემდეგ ის უკვე სისხლში ფიქსირდება.

     პროფილაქტიკის მიზნით ფუტკრის რძე მიიღება 3-4 კვირიანი კურსებით. შემდეგ კეთდება შესვენება. წლის განმავლობაში სასურველია გავიმეოროთ  3-4 კურსი ყველაზე დატვირთულ პერიოდში ან როცა მაღალია გაცივების ალბათობა.                                                                                                          

ნატურალური ფუტკრის რძის პროფილაქტიური დღიური ნორმა ზრდასრულთათვის გრამის მეხუთედი ანუ 0,2 გრამია, ხოლო 16 წლამდე მოზრდილებისათვის ნორმა 0,1 გრამია.

 იმისათვის, რომ შეხედოთ წვეთების რაოდენობას  უნდა დადგეთ სარკის წინ და ენის ქვეშ გადმოუშვათ შპრიციდან 1 ან 2 წვეთი ფუტკრის რძე, რაც 0,1 ან 0,2 გრამის ტოლფასია.

    

 

 გთავაზობთ ზოგიერთ სამკურნალო რეცეპტს:

      შაქრინი დიაბეტის დროს –0,2 გრ ნატურალური ფუტკრის რძე, ჭამამდე 30 წუთით ადრე 2-ჯერ დღეში, მიიღეთ 6 თვის განმავლობაში. რძე მიიღება ენის ქვეშ დადებით.

      ბრონქიალური ასთმის დროს–ნატურალური ფუტკრის რძე უნდა შეერიოს 40% სპირტიან ხსნარს შეფარდებით 1 : 2 და აძლევენ ავადმყოფს 5-10 წვეთს 3-4–ჯერ დღეში, ჭამამდე 1,5 საათით ადრე, ან თაფლის 2%-იანი ნარევი, 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში.

      კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს მიიღეთ თაფლის 2%-იანი ნარევი 2 ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში, 2 თვის განმავლობაში. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება. რეკომენდირებულია დაიცვათ დიეტა და ნარევის მიღებამდე 10 წუთით ადრე მიიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ბორჯომი.

     Gგულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების (სტენოკარდიის, გადატანილი გულის ინფაქტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის საწყისი სტადიების, გულის კუნთის დისტროფიის) დროს მიიღეთ თაფლის 1%-იანი ნარევი, 1 ჩაის კოვზი, 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში. 2კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება

     შიზოფრენიის და ნერვოზების (ნევრასთენიის, ისტერიული, სექსუალური, დეპრესიული, იპოქონდრიული და სხვა) დროს მიიღეთ თაფლის 1%-იანი ნარევი, 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში. 2კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება

     უშვილობის დროს 0,2 გრ ნატურალური ფუტკრის რძე ჭამამდე 30 წუთით ადრე 2-ჯერ დღეში, მიიღეთ 2 თვის განმავლობაში. 2კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

     იმუნიტეტის დასუსტების, ორგანიზმიდან სხვადასხვა შხამების გამოდევნის, თავის ტკივილების, კლიმაქსის, იმპოტენციის, სახსრების რევმატოიდული ართრიტის, სახსართა დისტროფიის, ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ცეროზის, თირკმელების დაავადების, ჰიპერტონიის, მწვავე რესპირატორული დაავადების და ბავშვების სქესობრივი მომწიფების დროს 0,2 გრ ნატურალური ფუტკრის რძე ჭამამდე 30 წუთით ადრე 2-ჯერ დღეში, მიიღეთ 1 თვის განმავლობაში. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება ან თაფლის 2%-იანი ნარევი 2 ჩაის კოვზი, 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

      ჰიპოტროფიულ (წონაუკმარისიან) ჩვილ ბავშვებს უნიშნავენ ნატურალურ ფუტკრის რძეს სანთლების სახით–დღენაკლულებს 2,5 მგ 3-ჯერ დღეში, 2კვირის განმავლობაში. ერთი და მეტი თვის Bბავშვებს 5 მგ 3-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში.                                                                                            

    E ევროპასა და იაპონიაში ნატურალური ფუტკრის რძის დღიურ პროფილაქტიკურ დოზად მიღებულია 0,5 გრ 2-ჯერ დღეში, თუმცა სამკურნალო მიზნებისათვის ზოგ შემთხვევაში დღიური ნორმა რამოდენიმეჯერ გაუზრდიათ.

     ამასთანავე უნდა დაიმახსოვროთ! Aარ შეიძლება ფუტკრის რძის გამოყენება მწვავე ინფექციის, თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანების, ალერგიისა და ადისონის სნეულების შემთხვევაში.

კატეგორია: ფუტკრის რძე | დაამატა: admin
ნანახია: 38087 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 2.6/7
სულ კომენტარები: 5
0
5 ქეთი   [მასალა]
კი ცკვილმა უნდა მიიღოს ორი ტვე და შესვენოს და ისევ გააგრდძელოს....

0
4 ნინო   [მასალა]
zalian gtxovt, mipasuxet. ushvilobis dros marto qalma unda dalios tu mamakacmac, meugles nekrospermia aqvs,

0
3 na-nutsa   [მასალა]
vxedav komentarebs ar pasuxobt. ramdeni wveti rde sheidzleba dalios 7 tvis orsulma, ginekologma mitxra dalieo. momtseret doza . madlobaaaa

0
2 მაკრინე   [მასალა]
სად ვიყიდო? რა ღირს? უშვილობამ იქნებ ამან მაინც უშველოს?

0
1 lika_kiskisa   [მასალა]
ushvilobis dros ra dozebia sachiro da ramdeni xniani kursi unda chatardes ?da kmarmac unda miiigoos?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021