საიტის მენიუ
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
პროდუქციები
მთავარი » პროდუქციები » ფუტკრის რძე

ფუტკრის რძე
06.02.2011, 16:43
ფუტკრის რძე არის ყველაზე საოცარი პროდუქტი მათ შორის რაც კი შეუქმნია ფუტკარს.   ფუტკრის რძე წარმოადგენს არაჟნისმაგვარ, მოთეთრო-მოყვითალო ფერის და მომჟავო, თავისებური გემოს მქონე ნივთიერებას. მისი მახასიათებლები დამოკიდებულია ფუტკრის მიერ გამოყენებული საკვების (ყვავილის მტვერი, თაფლი) სახესხვაობაზე და შესაბამისად წლის დროზე. ძირითადად 5­–15 დღემდე ასაკის ახალგაზრდა ფუტკარს შეუძლია გამოიმუშაოს ჯამრთელობისა და დღეგრძელობის ელექსირი, სასწაულმოქმედი თვისებების მქონე, ბიოლოგიურად აქტიური ნატურალური პროდუქტი, რომელიც ევროპაში "სამეფო ჟელეს” სახელითაა ცნობილი.
 
 
 

იკვებება რა თაფლითა  ყვავილის მტვერით ფუტკარი სასისა და ზედა ყბის ჯირყვლების საშუალებით გამოიმუშავებს ფუტკრის რძეს. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ფუტკრების მიერ მხოლოდ დედა ფუტკრისათვის გამომუშავებულ რძის შემადგენლობაში შედის უჯრედების აღმდგენი და გამაახალგაზრდევებელი ჰორმონი.

 ეს ჰორმონი არ სინთეზირდება და მის ერთადერთ წყაროდ ფუტკრის რძე ითვლება. სწორედ ამ სასწაულებრივი საკვების შედეგია ის, რომ ახლადგამოჩეკილი დედა ფუტკრის ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600-1800-ჯერ იმატებს და  დედა ფუტკრად ყოფნის პერიოდში ყოველდღიურად თავისი წონა კვრცხს (250–300 მილიგრამი) დებს. ეს ფაქტი დედა ფუტკრის საკვები რძის მაღალ კვებით ღირებულებასა და სრულყოფილებაზე მეტყველებს. ფუტკრის რძეში, ისევე როგორც ყვავილის მტვერში, ყველა ვიტამინთან, მცენარეულ ჰორმონებთან, შეუცვლელ ამინომჟავებსა და მიკროელემეტთან ერთად  აღმოჩენილია ზრდის, გამრავლების და ეგრეთწოდებული იუვენილური ანუ გამაახალგაზრდავებელი ჰორმონები, რომლებიც სხვა არცერთ პროდუქტში არ გვხვდება. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4–7 წელს აღწევს და რამოდენიმე ათეულჯერ მეტია მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომელიც ზაფხულში 30–40 დღეს, ხოლო ზამთარში 150 დღეს არ აღემატება. თუმცა ორივე ზუსტად ერთნაირი განაყოფიერებული კვერცხიდან იჩეკებიან და განსხვავება მხოლოდ მათ საკვებ რაციონშია.

     ფუტკრის რძის, ისევე როგორც მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების შემადგენლობა უნიკალურია. მის შემადგენლობაშია ცილები 10-18%-მდე, შაქრები 9-15%-მდე, ცხიმები 5.5%-მდე, მინერალები 1%-მდე,  22 ამინომჟავა, მათ შორის ყველა 10 დასახელების შეუცვლელი, 15 მიკროელემენტი. ის შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავეებს, რომელთაგან უმთავრესია 10 ოქსიდეცინის მჟავა. მასში დიდი რაოდენობითაა B ჯგუფის ყველა ვიტამინი.

     სწრაფი დიდება მოუტანა ფუტკრის რძეს, როდესაც საზღვარგარეთის გაზეთებში გამოჩნდა შეტყობინება, რომ პრინცესა  დიანა იმისათვის, რომ გაეზარდა ტახტის მემკვიდრის დაბადების შანსი, ფუტკრის რძეს ღებულობდა. არის ძალიან ბევრი მონაცემები იმის შესახებ, რომ მისი მიღებით ძალიან იზრდება დაორსულების შანსი. ის აგრეთვე ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ ზრდა განვითარებას და დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.

     ამჟამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებაში და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და გამრავლების სტიმულირებისთვის. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ფუტკრის რძეს ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნურ წამალს უწოდებენ.

     ფუტკრის რძე გამოიყენება ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმერიის საწარმოებლად. საკმარისია ნებისმიერ მალამოს დავამატოთ ცოტა სადედე რძე, რომ მისი ხარისხი ბევრად უკეთესი გახდება. უკანასკნელ წლებში ჩატარებული გმოკვლევები ადასტურებენ, რომ ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30–50 %) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ ფუტკრის რძის მიღებას ურჩევენ სპორტსმენებს მძიმე ფიზიკური დატვირთვისას (პროფესიონალ რაგბისტებს, ფეხბურთელებს) და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფ ადამიანებს. (მაგ. სტუდენტებს სესიების დროს). რძე ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ ფუტკრის რძის დამსახურებაა იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ძლიერი რადიაციული დაბინძურებისა. ამჟამად იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში–72, ქალებში –75 წელს შეადგენს. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უწყობს ყოველი უჯრედის დაბერების პროცესის შეჩერებას და ამცირებს სახსრების ქსოვილის დეგენერაციულ ცვლილებებს. იგი შეუცვლელი ნატურალური პროდუქტია. 

      ფუტკრის რძის მოხმარების მხრივაც იაპონია პირველ ადგილზეა და საშუალოდ 220-250 ტონას მოიხმარს ყოველწლიურად, რომლის უმეტესობა ჩინეთიდან და ტაივანიდან შეაქვს. იქ პირველ კლასელებსაც კი 0,1 გრამს აძლევენ ყოველდღე, რაც ძალიან უწყობს ხელს მათ გონებრივ განვითარებას. თუ კი ტყუპებიდან, რომელიმეს აქვს ფიზიკური ან გონებრივი ჩამორჩენა, საკმარისია მას მივაღებინოთ ფუტკრის რძე, რომ იგი სწრაფად დაიწყებს ამ ჩამორჩენის დაძლევას. Aამას განაპირობებს რძეში არსებული 10 ოქსიდეცენის მჟავის არსებობა, რომელიც რძეში არსებულ ვიტამინებთან და სტერინებთან ერთად ახდენენ ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ ზემოქმედებას (1:10 განზავებულიც კი სპობს 21 სახეობის ვირუსს). აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების ფუნქციონირებას და აწესრიგებს ჭამის მადას.                           

      ფუტკრის რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ის ამჟამად მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და მასტიმულირებელი თვისებები გააჩნია.

     ფუტკრის რძე ცხოვრების ტონუსს (განსაკუთრებით დასუსტებულ ადამიანებში) ამაღლებს, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირყვლების სეკრეციას (განსაკუთრებით სასქესო ჯირყვლების), აჩქარებს ორგანიზმიდან სხვადასხვა შხამების (მათ შორის მძიმე ლითონების) გამოდევნას, ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, ახდენს სისხლის არტერიალური წნევის რეგულირებას (20–25 %-ით ამცირებს მაღალს და ადიდებს დაბალს), აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს ბავშვების ზრდის პროცესს, ახდენს გონებრივი და ფიზიკური გადაღლის ლიკვიდაციას.

კატეგორია: ფუტკრის რძე | დაამატა: admin
ნანახია: 5399 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0
1 na-nutsa   [მასალა]
madloba informaciistvis. chemma ginekologma mirchia mivigo futkri rdze naturalurad. shegidzliat mitxrat doza? rmadeni wvetia sachiro dgeshi da ramdeni dge shemidzlia davlio. uzmoze tu chamis dros? madlobaaaaaaaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021