საიტის მენიუ
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
პროდუქციები
მთავარი » პროდუქციები » ფუტკრის რძე

ფუტკრის რძის შენახვა
03.02.2011, 23:55

რაც შეეხება ფუტკრის რძის შენახვის ტემპერატურას, ლიტერატურებში არსებობს სხვადასხვა შეხედულობები. ზოგიერთი გვთავაზობს 0oC-ზე შენახვას, ზოგიც -20oC-მდე გაყინვას და დიდი ხნით შენახვას. ბოლო წლების კვლევებმა ნათლად უჩვენეს,  რომ გაყინვით ფუტკრის რძის ხარისხი ეცემა

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები ბევრად უფრო მაღალია, როცა მას ნატურალურ მდგომარეობაში ვღებულობთ. Mმაგრამ იგი ადვილად ფუჭებადი პროდუქტია და უნდა ინახებოდეს გერმეტიულ და სტერილურ ჭურჭელში არაუმეტეს +2+6oC.პირველად, როდესაც დავიწყე რძის აღება, რძეს ვაფასოებდით პელიცილინის შუშებში. მიღების დროს ჰაერთან ხშირი შეხება ძალიან აუარესებდა რძის სამკურნალო თვისებებს. ჩემი დამსახურებაა ერთჯერად შპრიცებში რძის დაფასოება, რაც ძალზე აადვილებს მის დოზირებას, შენახვას და ჰაერისგან იზოლირებას. საკმარისია ერთჯერადი შპრიცი რძით ვიქონიოთ მაცივრის ქვედა თაროზე შავ ცელოფანში ჩადებული გაყინული წყლიანი ბოთლის გვერდით. ასეთ პირობებში მისი შენახვა შეიძლება ერთ წლამდე.  ჰაერთან შეხება, მზის და სინათლის სხივები, გაყინვა ან 6–8 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვა აუარესებს რძის სამკურნალო თვისებებს.

  თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი კონსერვანტია. თაფლი ყველა მეფუტკრეს აქვს სახლში და თუ შეიძენს Fფუტკრის რძეს თვითონ შეუძლია მოამზადოს ფუტკრის რძისა და თაფლის 1%-იანი ან 2%-იანი ნარევი (100 გრ თაფლში შესაბამისად 1 გრ ან 2 გრ Fფუტკრის რძეა). სასურველია დავამზადოთ 50-100 გრამიანი დოზებით. შესარევად სასურველია გამოვიყენოთ დაკრისტალებული თაფლი, რადგანაც მასში თაფლი კარგად ფიქსირდება. თუ თაფლს თხევადს ავიღებთ, მაშინ ყოველი მიღების წინ ქილის შემცველობას კარგად უნდა აურიოთ. Oორივე შემთხვევაში ქილა უნდა შევინახოთ გრილ ადგილას და მოვარიდოთ მზისა და სინათლის სხივებს.

როცა ფუტკრის რძეს ღებულობთ მთელი სეზონის განმავლობაში, დააწყვეთ ისინი მაცივარში აღების დროის თანმიმდევრულად და რეალიზაციაც გაუკეთეთ შესაბამისი თანმიმდევრობით.

ჩვენს საფუტკრეში ჩვენ ვღებულობთ  მაღალი ხარისხის 100% ნატურალურ ფუტკრის რძეს  აღებისა და შენახვის ტექნოლოგიების სრული დაცვით.  ჩვენს  პროდუქციაზე დაკრულია  ეტიკეტკა ჩვენი ლოგოთი და თან ახლავს ბუკლეტი ფუტკრის რძის მოხმარების შესახებ.

ჩვენს მიერ აღებული ფუტკრის რძის შეძენა შეგიძლიათ :

ქუთაისში         598 352 663

                          790 352 663      ელზა გიგაშვილი

 

ბათუმში           599 933 254       ემზარი ნაგერვაძე

 

თბილისში        571 330 000

                          599 330 000       გიგა ჯავახაძე

რაც შეიძლებოდა მოკლედ გადმოგეცით ინფორმაცია ფუტკრის რძის აღებაზე და მის მოხმარებაზეუფრო მეტი დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ფუტკრის რძის შესახებ შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ საიტებზე:

 

      http://www.mkurnali.ge/

http://putkari.ge/wordpress/?p=160

http://paseka.com.ua/pages/2

http://www.megabook.ru/

http://www.kutais-gaenati.ge/futkari/tapli.php

http://pchela-med.org.ua/category/lechenie-matochnym-molochkom/

http://www.nmedik.ru/sredstva/apiterapia/matochnoe-molochko.html

http://apis.net.ru/modules.php?name=Articles&file=view&articles_id=60

http://zdorovja.com.ua/content/blogcategory/65/248/10/20

www.apiterapia.ru/

http://metaflia.ge/template.php

http://ka.wikipedia.org/wiki

www.beeproduct.narod.ru

www.paceka.ru

www.medok.ru

www.bortnik.ru

www.doctorbee.ru

www.beew.ru

www.beemedical.ru

http://www.pcholki.com/htmpages/4-08.htm

www.bestbees.ru

http://bee-products.narod.ru

www.sampaseka.ru

http://www.beekeeping.orc.ru/Arhiv/a2001/n801_50.htm

www.cebro.ru

კატეგორია: ფუტკრის რძე | დაამატა: admin
ნანახია: 10748 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021