საიტის მენიუ
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
მთავარი » 2019 » მარტი » 7 » 6 მარტის შეხვედრა სავაჭრო სამრეწველო პალატაში
19:02
6 მარტის შეხვედრა სავაჭრო სამრეწველო პალატაში

მეფუტკრეთა საყურადღებოდ!!!! 
დღეს ჩატარდა დაანონსებული მეფუტკრეების შეხვედრა ქუთაისში.განვიხილეთ დეტალურად სოფლის მეურნეობის მინისტრთან განხილული წერილის შინაარსი.
შეხვედრას ესწრებოდა ჩემს მიერ მოპატიჟებული რეგიონული კოორდინაციის უფროსი ბ-ნი ლევან ტერაშვილი. მან პირადად მოისმინა რა დარღვევებით ჩატარდა 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლა და გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა მ/წ ღონისძიებებში.
ბ-მა ლევან დავითაშვილმა ჩვენს მიერ წაყენებული 11 მოთხოვნიდან 10 მოთხოვნა დააკმაყოფილა გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით და ზოგიერთი საკითხი მოითხოვდა სამუშაო რეჯიმში გადაწყვეტას. რაც შეეხება მე-11 საკითხს დახმარება გამოხატა საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში.
მე-11 პუნქტის განხილვას დღეს მოყვა მეფუტკრეების დიდი, საკმაოდ საფუძვლიანი, ვნებათა ღელვა. მეფუტკრეები ერთსულოვნად მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომლისგანაც სახელმწიფო თაფლს ყიდულობს 14,44 ლარად თაფლი შეესყიდა დაზარალებული მეფუტკრეებისაგან, რომლებსაც თაფლი უწყვიათ სახლში.ისინი მზად არიან თვითონ მიაწოდონ გამრჯვებულ კომპანიას ხარისხიანი, ნატურალური თაფლი, ბევრად უფრო ნაკლებ ფასში, საუბარია 10.00 ლარზე. 
მე ყველანაირად სამართლინიად მიმაჩნია მათი ეს მოთხოვნა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მრავალი მეფუტკრე ნაწილობრივ მაინც აღადგენს თავის საფუტკრე მეურნეობას და განაგრძობს თავის საყვარელ საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ბევრი, სამართალზე გულ აცრუებული და უიმედოდ დარჩენილი ჩვენი კოლეგა გვეყოლება.
მე კიდევ ძალღონეს არ დავიშურებ, რომ ჩვენი კოლეგების ეს სამართლიანი მოთხოვნა დადებითად გადაწყდეს.
ვაქვეყნებ იმ მიმართვის ტექსტის შინაარს, რომელიც განვიხილეთ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრთან მ/წ 5 მარტს.

საქართველოსსოფლის მეურნეობის მინისტრს

ბ-ნ ლევან დავითაშვილს

მიმართვა

 

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევები და საპასუხო ღონისძიებების აუცილებლობა

 

ეს დოკუმენტი შედგენილია საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციასიის ვიცე პრეზიდენტის იუზა გიგაშვილის მიერ მეფუტკრეებთან  ინფორმაციის ხანგრძლივი გაცვლისა და დამუშავების საფუძველზე.

დოკუმენტის მიზანია გაეცნოთ პრობლემებს შესაბამისი დეტალური ანალიზის შესაძლებლობით, რათა მოჰყვეს თქვენგან რეაგირება და აღიკვეთოს მსგავსი შემთხვევები 2019 წელს.

მდგომარეობის მოკლე აღწერა და დასაბუთება იმისა, რომ ფუტკრის ოჯახების დაღუპვის მიზეზი პესტიციდების წესების დარღვევით გამოყენება ხდება.

მონაცემები, რომლებიც მეფუტკრეების მოსაზრებებს ასაბუთებს:

  1. 2018 წლის ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე ფუტკრის ოჯახების დაცემის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით უჩვეულოდ საგანგაშო ნიშნულს (20-100%) აღწევს;
  2. ასეთ დროს, როგორც წესი ოჯახების დაღუპვა საფუტკრეებში გამონაკლის შემთხვევებში თუ ხდება. ოჯახების დაღუპვა ძირითადად ზამთრის მიწურულს აღინიშნება, ისიც საქართველოს შემთხვევაში მაქსიმუმ 5-10%-ს შეადგენს.
  3. ერთი და იგივე პირის მფლობელობაში მყოფი სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ საფუტკრეებში ოჯახების დაღუპვის მკვეთრად განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს. (ბ-ნი გია იოსელიანის საფუტკრის მაგალითი). ამ საფუტკრის მენეჯნმენტი და მეთოდიკა ერთნაირია განთავსების ყოველ ლოკაციაზე, რაც მენეჯმენტზე დამოკიდებულ მიზეზებს პრაქტიკულად გამორიცხავს. უფრო მეტიც იმ შვიდ საფუტკრეში 22-დან,  სადაც მოხდა ფუტკრის ოჯახების დასუსტება საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ  მეუტკრეების ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და საფუტკრეები ზოგიერთ რეგიონებში თითქმის 100%-ით განადგურდა. ასეთი რამოდენიმე მაგალითია.
  4. მეფუტკრეები თავად არიან თვითმხილველნი იმისა, რომ ბიფენტრინი/დელტამენტრინის ნისლის ფორმით შეწამვლა დღისით, ამასთან ქარიან ამინდშიც მიმდინარეობდა, მიუხედავად სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა ზონდერი 100 ეკ მაღალტოქსიკურია ფუტკრისათვის საველე პირობებში. ქიმიური წამლობისას, აუცილებელია დაცული იქნას შემდეგი რეგლამენტები: მცენარეთა შესხურება უნდა ჩატარდეს დილით ადრე ან გვიან საღამოს, ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 15 °C მაღალი, ქარის სიჩქარე 1-2 /წამში. დამცავი ზონა არანაკლებ 4-5 კმ, ფუტკრების ფრენის შეზღუდვა-96-120 საათი. გაურკვეველია შეიძლება კი აღნიშნული პრეპარატების გამოყენება, როდესაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰაერის ტემპერატურა  აპრილის შუა რიცხვებიდან ღამითაც კი დასავლეთ 15 °C-ზე  მაღალია. ასევე დაუშვებელია მისი გამოყენება ნისლის სახით, ცნობილია, რომ ნისლში მოხვედრილი ნებისმიერი მწერი უმალვე იღუპება.
  5. მეფუტკრეებს ,,შემწამლავი“ ბრიგადების შეჩერება თავად უწევდათ თავიანთი ეზოების წინ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საფუტკრეთა განთავსების ადგილებზე ინფორმაციას ფლობდნენ. ხშირად მიმდინარეობდა შეწამვლა თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის დროს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ინსტრუქციაში წერია“კატეგორიულად იკრძალება პესტიციდის გამოყენება მცენარეთა ყვავილობის პერიოდში და მაშინ, როცა ქარების სიმძლავრე 3 /წმ-ზე მეტია. ასევე პესტიციდის გამოყენებამდე ხეხილის ბაღებში ლიკვიდირებული უნდა იქნეს ყვავილობაში მყოფი თაფლოვანი ბალახები
  6. ხშირად ადგილი ჰქონდა განმეორებით შეწამვლებს, მეფუტკრეთა ინფორმაციით ბრიგადების მიერ თვითნებურად მომზადებული ზედმეტად კონცენტრირებული ხსნარებით.

 

 

არსებული სამეცნიერო კვლევების მონაცემები ფუტკრისთვის ბიფენტრინი/დელტამენტრინ -ის  ტოქსიკურობისა და გამოყენებისას წარმოქმნილი რისკების შესახებ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს ოფიციალური ცნობით ბიფენტრინიც და დელტამენტრინიც მაღალტოქსიკური ნაერთებია ფუტკრისთვის. ფუტკრის სხეულზე პირდაპირ მოხვედრისას ისინი მის მწვავე ინტოქსიკაციასა და სიკვდილს იწვევენ. ბიფენტრინი/დელტამენტრინის  გამოსაყენებელი კონცენტრაცია ფუტკრის სხეულზე მოხვედრისას მის სიკვდილს იწვევს

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფუტკრისთვის ძალიან ტოქსიკური ნაერთები შეირჩა აუცილებლად უნდა მოხდეს ფუტკრის მოწამვლის რისკის შემამცირებელი სტრატეგიის ზედმიწევნით შესრულება რაც გულისხმობს:

  1.  მხოლოდ რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებას
  2. დოზირების მკაცრ დაცვას/ კონტროლს
  3. პრეპარატის გამოყენების ჯერადობის/სიხშირის დაცვას
  4. გამოყენების ტექნიკური გზის ოპტიმალურ შერჩევას - ნისლის ფორმირებით მათი გამოყენება კატასტროფული შედეგით მთავრდება დღის საათებში პრეპარატის გაფრქვევისას, ასევე უშუალოდ საფუტკრეებთან ახლოს გამოყენებისას. ინსტრუციაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრეპარატის გაფრქვევის საათები საღამოს 21.00 საათიდან დილის 5.00 საათამდე.
  5. რაც შეიძლება მოკლე დროში პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებში შევიდეს ცვლილებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ბ-ნი ირაკლი ჯანაშიას რჩევები. მათში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საფუტკრის ირგვლივ რა რადიუსზე უნდა დარჩეს დაუმუშავებელი ფართობი. ამას გარდა მათმა მოისმინონ და შეასრულონ ჩვენს მიერ ჩამოყვანილი ამერიკელი ენტომოლოგის რჩევები. ეს ცვლილებები სასწრაფოდ აისახოს სამინისტროს ვებ გვერდზე პრეპარატის გამოყენების ელექტრონულ ვერსიაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდინოთ მეფუტკრეებს და მონიტორინგის სამსახურს განსახორციელებლად.
  6. მეფუტკრეებსა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის წინასწარ უნდა შედგეს დიალოგი და შეთანხმება წამლობის ვადებზე, მეფუტკრეებზე უკეთ არავინ იცის რა დროს ყვავილობს დასამუშავებელ ფართობზე თაფლოვანი მცენარეები.
  7. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ მეფუტკრეთა ასოციაციების სამ წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყონ შეწამვლების შესრულების სიზუსტის მონიტორინგი და აწარმოოს ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევების აღრიცხვა და კვლევა. მონიტორინგის საკითხი შეთანხმებულია ბ-ნ გიორგი იაკობაშვილთან და ჩვენი მხრიდან სამი ნდობით აღჭურვილი პირის მონაცემები მივაწოდეთ მათთან შემდგომი თანამშრობლობისათვის. (თითო მეფუტკრე თითო რეგიონიდან) სამწუხაროა რომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი დარჩა მონიტორინგის წარმომადგენლის გარეშე.
  8. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებაში ჩართულ უშუალოდ შემსრულებელ პირებს დაევალოს აწარმოოს მკაცრი აღრიცხვის ჟურნალი სადაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენთვის საჭირო 4 გრაფა-დამუშავების დრო (რიცხვი,საათი), არსებული გარემოს ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და შემსრულებლის სახელი და გვარი. ასეთი აღრიცხვა დაგვეხმარება ლეტალური მიზეზების უფრო ზუსტ მიკვლევაში და გაზრდის შემსრულებლის პასუხისმგებლობას.
  9. პესტიციდების წესების დარღვევით გამოყენების შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი აღიარებული იქნება ორივე მხრიდან მონიტორინგის სამსახურის მიერ, დაევალოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფუტკრის ოჯახების დაცემის შემთხვევების აღრიცხვა და დაღუპული ოჯახების ანაზღაურება. გასათვალისწინებელია, რომ წინასწარ მოხდეს საზღვარ გარეთ იმ ლამორატორიების მოძიება, სადაც მოხდება პესტიციდებით მოწამლული ფუტკრის შემოწმება. ფუტკრის სატრანსპორტო კონტეინერების წინასწარ შეძენა.
  10. იმისათვის, რომ მოხდეს მეფუტკრეობაში შექმნილი ვითარების რეალური შეფასება საჭიროა ფუტკრის ოჯახების ინვენტარიზაცია. ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას გააჩნია მის ტერიტორიაზე არსებული მეფუტკრეების მონაცემები. საჭიროა მხოლოდ სპეციალური სანომრე ნიშნების დამზადება და საინფორმაციო ცენტრების აქტიური ჩარევა ინვენტარიზაციის საქმეში. ჩვენ მეფუტკრეებიც ჩვენი მხრივ აქტიურად ჩავერთვებით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
  11. დასავლეთ საქართვეოს ზოგ რეგიონში, ზოგიერთი მეფუტკრე რომლებსაც გაუნადგურდათ არსებული ფუტკრის 80-100% ჩავარდნილია სასოწარკვეთილებაში. ამას ემატება ზოგიერთი მეფუტკრის მიერ ბანკიდან აღებული შეღავათიანი აგრო სესხი. დაზარალებული მეფუტკრეების უმორჩილესი თხოვნაა გაითვალისწინოთ მათი უმძიმესი მდგომარეობა და გამოხატოთ მათდამი მხარდაჭერა, დაეხმაროთ მათ ფინანსურად საფუტკრების ნაწილობრივ აღდგენაში და საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში(გადავადება,შეჩერება) სულ მცირე 6 თვით.

 

ბ-ნი ირაკლი ჯანაშიას სივი თან ერთვის მიმართვას.

 

 

პატივისცემით                            

იუზა გიგაშვილი

„საქართველოს პოფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის „    ვიცე პრეზიდენტი

ელექტრონული ფოსტა                  gigashvili@mail.ru

                                                             gigashvili@bestbee.ge 

ტელეფონი                                        + 995 599566427             

 

 

 

 

ნანახია: 885 | დაამატა: iuza | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021