საიტის მენიუ
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » კავკასიური რუხი ფუტკარი
00:24
კავკასიური რუხი ფუტკარი

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ფუტკრის ისეთ უნიკალურ ჯიშზე, როგორიცაა ”კავკასიური რუხი ფუტკარი”– Apis melifera caucasica. იგი თავისი საუკეთსო ისებების წყალობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შრომობს და მრავალ მეფუტკრეს უხარებს გულს. მისი უნიკალური თვისებებია:

·         თვინიერება

·         მაღალპროდუქტიულობა

·         ხორთუმის დიდი სიგრძე­–7,2 მმ.

·         კარგი ორიენტაცია და სხვა.

ისინი დილით ყველაზე ადრე გამოდიან სამუშაოდ და საღამოთი გვიან ბრუნდებიან, ენერგიულად გამოდიან სამუშაოდ ნისლიან და მცირე წვიმიან ამინდში, კარგად არიან შეგუებული ღალიანობის დროს მინდორში ღამის თევას. მათ შეუძლიათ გააკეთონ გამოფრენა დაბალ ტემპერატურაზე ადრე გაზაფხულზე და გვიან შემიდგომაზე. მცირე ღალიანობის დროს მათ შეუძლიათ დააგროვონ სასაქონლო თაფლი, ამ დროს მუშა ფუტკრები უზღუდავენ დედას კვერცხის დებას და მთელი ყურტადღება გადააქვთ თაფლის შეგროვებაზე. მათ აქვთ მიდრეკილება ქურდობისკენ, მაგრამ ამავე დროს ისინი კარგად იცავენ თავის ბუდეს. კავკასიური რუხი ფუტკარი ძალინ ადვილად გადადიან სანაყრე მდგომარეობიდან მუშა მდგომარეობაში. ისინი განსაკუთრებით თვინიერები არიან, ბუდის დათვალიერების დროს აგრძელებენ მუშაობას და არ გარბიან ამოღებული ჩარჩოდან. მათ სხვა ჯიშის ფუტკრებისგან განსხვავებით უფრო მეტი სახეობის მცენარეებისგან შეუძლიათ ნექტარის შეგროვება. კავკასიური რუხი ფუტკარი დაჯილდოებულია სამი ოქროს მედლით და  ცნობილია, რომ სხვა ფუტკრებთან შედარებით მათ ყველაზე მეტი თაფლი შეაგროვეს – 1961 წელს გერმანიაში საერთაშორისო გამოფენაზე, 1965 წელს ბუქარესტში მეფუტკრეობის XX საიუბილეო საერთაშორისო კონგრესზე და 1970 წელს მოსკოვში მეფუტკრეობის საერთაშორისო გამოფენაზე.
 

 

რეგიონული ნიშნის მიხედვით ცნობილია ქართული  მთის რუხი ფუტკრის 7 პოპულაცია: მეგრული, აფხაზური, იმერული, ზემო სვანური, ქართული, კახური და გურული.

კავკასიური რუხი ფუტკრის ჯიშის დედა ფუტკარზე მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო მსოფლიო ბაზარზე. სოხუმში, მუხურაში, სამტრედიაში და ყვარელში შექმნილი იყო საჯიშე მეურნეობები, რომლებიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ. ის ათიათასობით იგზავნებოდა საექსპორტოდ მსოფლიოს ყველა კონტინენტის 48 ქვეყანაში. კავკასიური რუხი ფუტკრის ჯიშის  დედებზე ეხლაც დიდია მოთხოვნა.

ნანახია: 5845 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.9/8
სულ კომენტარები: 4
0
4 nika   [მასალა]
daeben braTT axali shekmnilia

0
3 გიო   [მასალა]
უფრო მეტი ინფორმაცია დადეთ რუსებმა როგორ უნდა გაჯობოთ

0
2 tako   [მასალა]
dzalian gamaxara am saitis agmochenam.dzalian kargia.

0
1 giorgi   [მასალა]
maladez dmao magari saitia videoebiz ro daamato kargi ipneba. rogor davregistrirdet me da shemi megobrebi da visaubrebt

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021