საიტის მენიუ
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რა იცით კავკასიურ რუხ ფუტკარზე?
სულ პასუხი: 864
მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » მოგესალმებით
18:28
მოგესალმებით

მოგესალმებით იუზა გიგაშვილის საიტზე!

 

 ძვირფასო მეგობრებო! მოხარული ვარ, რომ გადაწყვიტეთ ჩემი საიტის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ აქ თქვენ გაეცნობით თქვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებს. ნება მომეცით მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემზე და იმ მიზეზებზე რომლებმაც გადამაწყვეტინა შემექმნა ჩემი პერსონალური საიტი.

დავიბადე 1959 წლის 29 აპრილს ქ. ტყიბულში. სპეციალობით ვარ მანქანათ მშენებელი ინჟინერი. 1982 წელს დავამთავრე ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. ვმუშაობდი ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მქონდა საკმაოდ წარმატებული საკუთარი ფირმა, რომელიც ძირითადად მარაგდებოდა რუსეთიდან შემოტანილი ნაწილებით. როცა რუსეთთან ურთიერთობა გაფუჭდა და ჩაიკეტა საზღვრები, გადავწყვიტე ისეთი საქმისთვის მომეკიდა ხელი, რომელიც ყოველთვის საჭირო იქნებოდა და არ იქნებოდა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული.  ასეთია მეფუტკრეობა და ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური პროდუქციის წარმოება.

მეფუტკრეობა საქართველოში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უძველესი და მაღალშემოსავლიანი დარგი იყო. შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო,  როგორც ვენახის მოვლა.

1990 წელს გადავწყვიტე დამეწყო მეფუტკრეობა და მთელი ჩემი დანაზოგი ამ საქმეში ჩავდევი. ვიყიდე ფუტკრის 80 ოჯახი და ჩავაბარე მეფუტკრეს, რომელიც  დარწმუნებილი იყო, რომ კარგად იცოდა ეს საქმე. ყველანაირად ხელს ვუწყობდი და მეგონა ავშენდებოდი, მაგრამ ზამთარში  ნახევარი ფუტკარი გამიწყვიტა. ვისაც ჩავაბარე არ მოუარა ან არ იცოდა როგორ უნდა მოევლო. ჩადებული ფული სულ წყალში ჩამეყარა.

გადავწვიტე ჩემით შემესწავლა მეფუტკრეობა. ბაუმანში გვასწავლიდნენ აზროვნებას და წიგნთან მუშაობას. მთავარია იცოდე, სად რა წერია და საკუთარ თავზე შეგეძლოს მუშაობა. ასე მასწავლეს და მეც მოვკიდე ხელი სწავლას. 80 სკიდან 24 დამრჩა და სანამ ვსწავლობდი  12 ოჯახი კიდევ დამეღუპა. ეს იყო 1992 წელს. წიგნების კითხვით ცოტა ვისწავლე რადგანაც მათში ერთი და იგივე მეორდებოდა. ორჯერ ვიყავი მოსკოვში მეფუტკრეების ფორუმზე და ძირითადი აქცენტი გადავიტანე სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევების შესწავლაზე. მეფუტკრეებთანაც დავდიოდი გამოცდილების მისაღებად და იმათ წვალებას რომ ვუყურებდი, კინაღამ თავი დავანებე ამ საქმეს. ერთხელ თაფლის ამოღებისას ფუტკარი ისე გადაერიათ, რომ სულ დაკბინა ყველა. ვიფიქრე, ამ საქმიდან არაფერი გამომივა-მეთქი, მაგრამ არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება და დავფიქრდი, როგორ გამეხადა რენტაბელური საფუტკრე. შემდეგ გავიცანი პროფესიონალი მეფუტკრე და შესანიშნავი ადამიანი თეიმურაზ ღოღობერიძე, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას და ფუტკრის მოვლის თანამედროვე მეთოდებს. მისგან  ბევრი რამ ვისწავლე. ეხლა მეგობრებიც ვართ. ერთმანეთს უზიარებთ გამოცდილებას და სიახლეებს მეფუტკრეობაში.

დღეს-დღეობით მაქვს ერთ-ერთი საჩვენებელი საფუტკრე 300-მდე ფუტკრის ოჯახით, მაქვს ყველა საჭირო დანადგარი ყანდისა და ფუტკრის ყუთების დასამზადებლად. ვარ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი. ჩემი საფუტკრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კავკასიური რუხი ფუტკრების-Apis melifera caucasica გამრავლება და სელექცია, ფუტკრის დედების, ყვავილის მტვერის და ფუტკრის რძის  წარმოება. ცოტა რაოდენობით ვღებულობ ყვავილის მტვერსა და ჭეოს, ძირითადად ჩემი დისთვის. იგი დიპლომირებული აპითერაპევტია და მკურნალობს  თავის პაციენტებს ფუტკრის კბენებითა და მეფუტკრეობის ნატურალური პროდუქტებით. აპითერაპიაზე საიტზე ცალკე თავი მაქვს გამოყოფილი. სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციებს ხშირად ჩამოყავთ მეფუტკრეები გამოცდილების მისაღებად როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან.

2008 წელს  "ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამის ფარგლებში ავიღე მელენიუმის გრანტი, რომელიც დამეხმარა ერთ-ერთი საუკეთესო საფუტკრის ჩამოყალიბებაში.

პირველ რიგში ჩემი საიტის საშუალებით მინდა გაუზიარო მეფუტკრეებს ჩემი გამოცდილება როგორც მეფუტკრეობაში, ასევე ფუტკრის დედების და ფუტკრის რძის წარმოებაში. რაც ვისწავლე, მინდა სხვებსაც გაუზიარო. ამბობენ, რომ მეფუტკრეები თავის "საიდუმლოს" სხვას არ უმხელენო. არ არის სწორი, ვინც მალავს, ალბათ არც აქვს ცოდნა და რას გასცემს.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ქუთაისში ხარების ეკლესიაში, მეფუტკრეებს ამ დარგის განვითარებისათვის  გამოყოფილი გვაქვს დარბაზი. სადაც ყოველი თვის პირველ  ოთხშაბათს დღის14 -დან საღამოს 17 საათამდე,  ვატარებ შეხვედრებს მეფუტკრეებთან.ამ შეხვედრებზე მეფუტკრეები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებებს და  ღებულობენ ამომწურავ და კვალიფიცირებულ პასუხებს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

დამწყებ მეფუტკრეებს მინდა ვუთხრა, რომ მეფუტკრეობა მძიმე და რთული საქმეა. ფუტკარი ძალიან  გრძნობს აურას, იმასაც გრძნობს როგორი გულით მიხვალ. თუ დაიწყებ მეფუტკრეობას, ჯერ კარგად უნდა შეისწავლო ფუტკარი და შეიყვარო ეს საქმე. თუ არ იცით, ფუტკარს ჯობია არ მიეკაროთ.

ამ საიტის საშუალებით ყოველნაირად შევეცდები ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს მივაწოდო  ამომწურავი ინფორმაცია თუ რამდენად მარგებელია მეფუტკრეობის პროდუქტები. ეს პროდუქტები ღვთის საჩუქარია, ვინაიდან მათ გააჩნიათ უნარი   გააძლიერონ ადამიანის იმუნიტეტი და ორგანიზმში გამოაღვიძონ ის ძალები, რომლებიც დაეხმარება მას ჯანმრთელობის დაბრუნებაში.

გეპატიჟებით ყველას თანამშრობლობაში, ვისაც ძალინ უყვარს ფუტკარი, არ არის გულგრილი მეფუტკრეობის პრობლემების მიმართ და სურვილი აქვს გაუზიაროს თავის გამოცდილება ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერით  საკმაოდ დიდი ხანია ვსარგებლობ, როგორც საიტის მფლობელის რანგში ვარ დამწყები და ეხლა ვითვისებ ამ საინტერესო საქმეს. ამას მე ვამბობ იმისათვის, რომ საიტის შევსება მოხდება ნელ-ნელა, თანმიმდევრულად. გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა როგორც მეფუტკრისათვის ძალინ გადატვირთულიმაქვს. 

ვქმნიდი რა პერსონალურ საიტს, მე არ დამვიწყებია ჩემს საფუტკრეში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია. ვაწარმოებ და უკეთებ რეალიზაციას მცირერე პარტიებით: თაფლს, ფუტკრის რძეს, ფუტკრის დედებს, ყვავილის მტვერს და დინდგელს. ვატარებ სწავლებებს და კონსულტაციებს ფუტკრის რძის და  ფუტკრის დედების გამოყვანაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

მეფუტკრეებს, რომლებსაც სურვილი გაქვთ გაუზიაროთ სხვებს თქვენი გამოცდილება საჭიროა  დარეგისტრირდეთ და შესაბამისი უფლებების მონიჭების შემდეგ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი სტატიები ჩემ საიტზე.

 სიამოვნებით განვიხილავ ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას.

   

  პატივისცემით   იუზა გიგაშვილი

ნანახია: 7842 | დაამატა: iuza | რეიტინგი: 3.9/19
სულ კომენტარები: 221 2 »
0
22 pridoni   [მასალა]
გამარჯობათ ბატონო იუზა ! მე ვარ ფრიდონი ღაჭავა 40 წლის , ვცხოვრობ სოფელ გორდში. რამოდენიმე წლის უკან მქონდა შეხება მეფუტკრეობასთან და მაქვს ცოტაოდენი გამოცდილება ამ სფეროში. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელი მისი გამრავლება და ახლა მსურს რომ დავუბრუნდე ამ სფეროს და გავაფართოვო . ჩემი ხელით შემიძლია ბუკებისადა ჩარჩოების კეთება და მაქვს საამისო დანადგარები , ჩემი სოფელი ძლიერია ფუტკრის ბაზისათვის . სწრაფი გამრავლება დამოკიდებულია დედების გამოყვანაზე, რომელიც ჯერჯერობით ჩემთვის შეუძლებელია. მინდა დედა ფუტკრების შეძენა გაზაფხულიდან და თქვენგან თუ არის შესაძლებელი რამოდენიმე დედის შეძენა ?

0
21 გიო   [მასალა]
აქტიური საიტია

0
20 გიო   [მასალა]
გამარჯობა იუზა გადავწყვიტე მეფუტკრეობა და ინტერნეტიტ ბევრი რამე გავიგე თქვენ რას მირჩევთ რამდენი სკით დავიწყო?

0
19 თეა კირთაძე   [მასალა]
მოგესალმებით ბატონო იუზა. ვარ დამწყები მეფუტკრე(მაქვს 6 წლიანი გამოცდილება) წელს დავიწყე ფუტკრის რძეზე მუშაობა და მიდა ამ მხრივ გავაფართოო მუშაობა. მინტერესებს არსებობს თუ არა საქრთველოში წარმოება, სადაც შეიძლება აღნიშნული პრობუქტის ჩაბარება.

0
17 shoni1232   [მასალა]
gamarjobat, mainteresebs iqneb gqobdet informacia futkris fichis damamzadebel danadgarze da tu ki, mashin gtxovt momawodot informacia:)

0
18 iuza   [მასალა]
daukabshirdit teledfonit temur gogoberidzes mas aqvs da gayidva unda mob. 599 197 588

0
14 iuza   [მასალა]
me galiebs ar vyidi da arc mat vawvdi dedebs; rom dagerekat kargi iqneboda.

0
13 giorgi senakidan.   [მასალა]
მოგესალმებით ბატონო იუზა შეკითხვა მაქვს. ასკოფეროზი (ჩაკირული ბარტყი) რით ვუმკურნალო? ლიტერატურაში მრავლად არის საშვალებები ეფექტური რომელია ისაა საქმე. რუსმა მეფუტკრემ მირჩია ნიორით უმკურნალეო. არავითარი ქიმიური პრეპარატებიო. მარტის ბოლოდან. 3 ჯერ გავუკეთე აპიმაქსი სიროპტან ერთად. თუმცა ასკოფეროზი მიანც შეინიშნება. გაქცავებული ბარტი იყრება ზირს

0
15 iuza   [მასალა]
yvelaze uketesia galianobis dros tu mouklavt dedas da ori kviris mere micem mwife sadedes jihiani ojaxidan. amastan ertad umkurnalet niorit. ecadet rom f-ojaxhi ar iyos zedmeti charchoebi. tafli yvelaze kargi antiseptikia.

0
12 ლია მ.   [მასალა]
გამარჯობათ ბატონო იუზა,

მივესალმები თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას მეფუტკრეობის საკითხებში. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება: არსებობს თუ არა დღეს საქრთველოში ამ დარგის მარეგულირებელი კანონი ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მეფუტკრეობასთან და მის სტანდარტებთან დაკავშირებული რაიმე ოფიციალური მარეგულირებელი დოკუმენტი.
მაქვს პრობლემა: მომიჯნავე მეზობელს, ღობიდან 1 მ-ის დაშორებით, ეზოში უდგას 20 სკა ფუტკარი, შესაძლოა სამუდამოდ. მეზობელი შეურაცხადია, ვერ დაელაპარაკები და ჩვენს 200 კვ.მ. ზომის ეზოში ყოფნა კი უკვე გაუსაძლისია. მინდა გავიგო რის გაკეთება შეიძლება, სანამ მივმართავ სასამართლოს, ან იქნებ არსებობს სასამართლო პრაქტიკა ამის შესახებ.
წინასწარ დიდი მადლობა
ლია

0
11 ალეკო პაპავა   [მასალა]
გამიხარდა და ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებთ, სამეგრელოდან

0
10 hegela   [მასალა]
გამარჯობათ! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ და ყოველ თქვენს კეთილ საქმეში!!!

ვარ დამწყები მეფუტკრე და რჩევას გთხოვთ თუ როგორ შეიძლება თაფლი გადავარჩინოთ დაშაქრებას და რა მოვუხერხოთ დაშაქრებულ თაფლს???
წინასწარ დიდი მადლობა!

1-10 11-16
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
გაიზიარეთ!
ამინდის პროგნოზი
ვალიუტის კურსი
Skype
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
 
 
კავკასიური რუხი ფუტკარი © 2021